January 10, 2022

მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება – ამინდი საქართველოში

13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აცრცელებს.

უწყების ცნობით, 10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

13 იანვრიდან კი მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში 10-11 იანვარს შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვარიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.