January 14, 2022

იმერეთში კორონავირუსის 434 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა – 587, იმერეთი – 434, ქვემო ქართლი – 159, შიდა ქართლი – 254, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309 საიდანაც:

4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 852, აჭარაში – 596, იმერეთში – 797.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში – 445, აჭარაში – 128, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 45, იმერეთში – 25.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 395 პირი ემსხვერპლა.