January 20, 2022

ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან 510 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა – 903, იმერეთი – 510, ქვემო ქართლი – 196, შიდა ქართლი – 238, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი – 130, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 080 საიდანაც:

4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 912, აჭარაში – 612, იმერეთში – 809.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 010 პირი, მათ შორის, თბილისში – 427, აჭარაში – 133, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 48, იმერეთში – 21.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 582 პირი ემსხვერპლა.