January 26, 2022

წყალტუბოში ერთ ღამეში 35-მდე მანქანა გაძარცვეს

წყალტუბოში, ერთ ღამეში 35-მდე მანქანა გაძარცვეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ყველა შემთხვევა ერთმანეთის მსგავსია – ჩამსხვრეულია მინები, წაღებულია სხვადასხვა ნივთი, რამდენიმე მანქანიდან ამოღებულია თანხაც.

დაზარალებულების თქმით, რომ პოლიციას არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

მათივე განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ძალიან გახშირდა და ისინი თავს დაუცველად გრძნობენ.