January 26, 2022

ომიკრონი არის როგორც ჩვეულებრივი სეზონური გრიპი – ზურაბ აზარაშვილი

“ომიკრონი არის როგორც ჩვეულებრივი სეზონური გრიპი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა .

“ომიკრონი, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, არის ჩვეულებრივი მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი, ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა და ამიტომ მნიშვნელოვანია სახლის პირობებში უმკურნალონ და მივცეთ სწორი რეკომენდაციები”, – განაცხადა მინისტრმა.

26 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსის 17 ათასზე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში ახლა დომინანტი ომიკრონის შტამია .