January 30, 2022

ქუთაისში ერთ ღამეში 25-მდე ავტომობილი გაქურდეს

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში, ერთ ღამეში 25-მდე ავტომობილი გაქურდეს. ჩამსხვრეულოა ავტომანქანების მინები, წაღებულია მაგნიტოფონები და სხვადასხვა ნივთები.

რამდენიმე მანქანიდან წაღებულია თანხაც.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი შემთხვევები ძალიან გახშირდა, თუმცა პოლიციას არ მიმართავენ, რადგან გამოძიების იმედი არ აქვთ.