ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი შენობა მალე ახალ ფუნქციას და შესაბამისად, განახლებულ იერ-სახეს შეიძენს, – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობაში განთავსდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე. “ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, აპრილის თვიდან დაიწყება სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესი. მუზეუმის შენობის განახლება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გახდა შესაძლებელი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
January 31, 2022
მუზეუმის ყოფილი შენობა მალე ახალ ფუნქციას შეიძენს