დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა – 2 173, იმერეთი – 3 357, ქვემო ქართლი – 1 340, შიდა ქართლი – 1 279, გურია – 456, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 480, კახეთი – 1 091, მცხეთა-მთიანეთი – 479, სამცხე-ჯავახეთი – 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 103.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც:
5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 408, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 214.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში – 464, აჭარაში – 146, იმერეთში – 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 45, იმერეთში – 27.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პირი ემსხვერპლა.