დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა, აჭარა – 2 207, იმერეთი – 3 566, ქვემო ქართლი – 1 379, შიდა ქართლი – 1 050, გურია – 572, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 611, კახეთი – 1 014, მცხეთა-მთიანეთი – 497, სამცხე-ჯავახეთი – 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 122.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 208 745 საიდანაც:
5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 347, აჭარაში – 813, იმერეთში – 1 234.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 პირი, მათ შორის, თბილისში – 450, აჭარაში – 146, იმერეთში – 361.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 44, იმერეთში – 27.
1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 – თბილისში, 549 – აჭარაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 174 პირი ემსხვერპლა.