February 7, 2022

დავითობა დღეს ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება

8 თებერვალს, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

12:00 სთ – დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება.

14:00 სთ – გამოფენა “ძლევაი საკვირველი”, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

15:00 სთ – პროფესორ ელდარ თავბერიძის საჯარო ლექცია “დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა”, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

16:00 სთ – ლიტერატურული კომპოზიცია “ვერა, შენს გულზე ფეხს ვერ დავადგამ, ვერა, შენს მკერდზე ვერ გადავივლი”, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

17:00 სთ – დ/ფ “დავით IV – აღმაშენებელი”, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ღონისძიებების ჩამონათვალში გელათში დაგეგმილი ღობისძიება არ შედის.