დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა – 2 187, იმერეთი – 3 382.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686, საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 437, აჭარაში – 813, იმერეთში – 1 258.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 228 პირი, მათ შორის, თბილისში – 469, აჭარაში – 150, იმერეთში – 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 43, იმერეთში – 29.
1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 – თბილისში, 490 – აჭარაში. 202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 300 პირი ემსხვერპლა.