February 10, 2022

ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან 3 281 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა – 1 876, იმერეთი – 3 281.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 472, აჭარაში – 771, იმერეთში – 1 257.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 232 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 137, იმერეთში – 406. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 38, იმერეთში – 26.

1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 160 – თბილისში, 465 – აჭარაში. 220 210 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.