February 10, 2022

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მაღაზიიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს.

შემთხვევა ხარებავას ქუჩაზე მოხდა.

ამ დასახლებაში, რამდენიმე კვირის წინ, 25-მდე ავტომობილი გაქურდეს, რაშიც სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები გამოავლინეს.