February 11, 2022

ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან 2 760 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა – 1 654, იმერეთი – 2 760.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 224 391 საიდანაც: 6 098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 494, აჭარაში – 752, იმერეთში – 1 243.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 244 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 152, იმერეთში – 397.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 38, იმერეთში – 23. 1 869 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 141 – თბილისში, 481 – აჭარაში.

216 424 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.