ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 556 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 713 შემთხვევა, აჭარა – 919, იმერეთი – 2 495, ქვემო ქართლი – 828, შიდა ქართლი -698, გურია – 463, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 088, კახეთი – 997, მცხეთა-მთიანეთი – 235, სამცხე-ჯავახეთი – 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 49.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 190 241 საიდანაც:
6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 493, აჭარაში – 767, იმერეთში – 1 205.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 270 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 155, იმერეთში – 405. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 40, იმერეთში – 24.