February 14, 2022

14-17 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

14-17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსი იქნება.

სამაგიეროდ, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსი იქნება.

თბილისში 14-16 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

14 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.