საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა, აჭარა – 825, იმერეთი – 2 014.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 161 827 საიდანაც:
5 818 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 293, აჭარაში – 721, იმერეთში – 1 116.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 140, იმერეთში – 384. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 40, იმერეთში – 25.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 771 პირი ემსხვერპლა.