February 21, 2022

კოვიდინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 601 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარა – 378, იმერეთი – 601, ქვემო ქართლი – 219, შიდა ქართლი – 158, გურია – 165, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 245, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 129 978 საიდანაც:

5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 320, აჭარაში – 617, იმერეთში – 1 018.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 246 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 143, იმერეთში – 370. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 167, აჭარაში – 38, იმერეთში – 26.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.