სოფელ შავშვებთან ავტომანქანა ამობრუნდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია 9 წლის მოზარდი, მან ავარიის შედეგად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გორში, კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.