March 14, 2022

უკრაინა 2 698 280-მა ლტოლვილმა დატოვა – გაერო

უკრაინა, ამ დრომდე, 2 698 280-მა ლტოლვილმა დატოვა, – ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

მისივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს, პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი.

უკრაინელმა ლტოლვილებმა ასევე თავი შეაფარეს: უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვას, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებს.