March 15, 2022

4.7 ML მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ვანში დაფიქსირდა

საქართველოში 4.7 ML მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა , – ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრა თბილისის დროით 16:25 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სულორიდან 11 კმ-ის დაშორებით, 5 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისქვეშა ბიძგები მოქალაქეებმა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში შეიგრძნეს.