March 21, 2022

ამ დროისათვის ქვეყანაში 26 034 ადამიანია კოვიდინფიცირებული

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 4, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 034 საიდანაც, 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 416, აჭარაში – 61, იმერეთში – 182.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 220 პირი, მათ შორის, თბილისში – 125, აჭარაში – 30, იმერეთში – 34. 25 221 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 671 პირი ემსხვერპლა.