March 25, 2022

ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან 81 იმერეთში გამოცლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 81, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 34, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი -10, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 889 საიდანაც, 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 374, აჭარაში – 53, იმერეთში – 141. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 27, იმერეთში – 30. 16 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 698 პირი ემსხვერპლა.