ქუთაისში საწვავის ფასის საპროტესტო აქციას ხმაური მოყვა. მძღოლებმა მერიასთან ავტომობილები გააჩერეს და გზა გადაკეტეს.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ, ისინი მძღოლებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.
დაპირისპირებისას 2 ადამიანი დააკავეს. ამ დროისათის გზა უკვე გახსნილია.