March 28, 2022

ინფიცირების 229 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი – 28 მარტის კოვიდსტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 229 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა – 14, იმერეთი – 25, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 8, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი -1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 403 საიდანაც, 638 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 352, აჭარაში – 52, იმერეთში – 118. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 164 პირი, მათ შორის, თბილისში – 95, აჭარაში – 24, იმერეთში – 24. 7 765 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 720 პირი ემსხვერპლა.