March 30, 2022

ომს შეწირული ბავშვები – აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის უკვდავსაყოფად ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტებმა მესხიშვილის თეატრის წინ, წარწერით – “дети” 145 წყვილი საბავშვო ფეხსაცმელი დააწყვეს და სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატეს.

აქციის ორგანიზატორები რუსეთის აგრესიას გმობენ, რომელიც უკვე მეორე თვეა უკრაინაში მიმდინარეობს და რომელსაც ბავშვებიც ეწირებიან.