March 30, 2022

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს თბილისში 31 მარტს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს 31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალ “ლასარეში” ჩამოასვენებენ. დავით გობეჯიშვილი უკრაინაში საომარი მოქმედების დროს დაიღუპა. ის აფზხაზეთის და 2008 წლის ომის მონაწილეა. დაღუპულის ცხედარს ტყიბულში გადაასვენებენ, სადაც მისი ოჯახის ცხოვრობს. გობეჯიშვილი აფხაზეთიდან დევნილია.