უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 245 ბავშვზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში – 73, დონეცკის ოლქში – 65, ხარკოვის ოლქში – 53, ჩერნიგოვის ოლქში – 43, მიკოლაევის ოლქში – 30, ლუგანსკის ოლქში – 31, ზაპოროჟიეს ოლქში – 22, ხერსონის ოლქში – 29, დედაქალაქში – 16, სუმის ოლქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.
ამავე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, 83 მათგანი სრულად არის განადგურებული.
ყველაზე მძიმე ვითარება დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის ოლქებსა და დედაქალაქ კიევშია.