April 2, 2022

წყალტუბოში მდინარე ლეხიდარში ჩავარდნილი მოზარდის მოძებნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში სამაშველო სამუშაოებმა ამ დრომდე შედეგი ვერ გამოიღო.

მდინარე ლეხიდარში ჩავარდნილი მოზარდის მოძებნას 30-მდე მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა, ამ დროისათვის სამუშაოები ხილვადობის არქონის გამო უკვე შეწყდა.

დღეს 17 წლის ბიჭს ქვაზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, მის საშველად მდინარეში მამაც შევიდა, თუმცა უშედეგოდ.

სამაშველო სამუშაოებს ხელს მდინარის ჩქარი დინება და რელიეფი უშლის.