ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 26, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 930 საიდანაც, 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 230, აჭარაში – 23, იმერეთში – 81.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 116 პირი, მათ შორის, თბილისში – 72, აჭარაში – 18, იმერეთში – 10.