April 16, 2022

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეიდან საქართველოში გამოიდარებს. 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.