19 აპრილს დღის ბოლოდან 21 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვის სანაპირო რაიონებში, 18 აპრილს საღამოს საათებში, ელჭექის დროს, შეიძლება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
April 18, 2022
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – მოსალოდნელი ამინდი საქართველოში