April 19, 2022

ქუთაისის მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიება დაიწყო

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მიერ, 2019-2020 წლების პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ფაქტს გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობა”. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოძიება მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო და ახლა მნიშვნელოვანია, დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. “პროკურატურამ დაიწყო უკვე გამოძიება 2019-2020 წლების საქმეზე. ქუთაისის მერი დღეს ცდილობს, ყველას დააბრალოს მთლიან “ქართულ ოცნებას” და ყოფილ მერს, ოღონდ თვითონ გადრჩეს, თუმცა არ აღიარებს, რომ უხარისხო ავტობუსები სწორედ მისი მერობის დროს ჩამოიყვანეს და მისი მერობის დროს მოხდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩაბარება. ამიტომ დაისვას მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.