April 25, 2022

ქუთაისის მუნიციპალური ავტობუსები მეორე დღეა მგზავრებს უფასოდ ემსახურება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა, მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ ემსახურება მგზავრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

“საქალაქო ტრანსპორტი დღესაც, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 8:00 სათიდან 22:00 საათამდე მუშაობს.

შეგახსენებთ, თუ რომელი სვლაგეზი რომელი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას გადის:

ხაზი N 1, (წრიული) როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა, — ძელქვიანის სასაფლაოსთან (“გორგიას” მიმდებარე ტერიტორია); ხაზი N 4 – ოღასკურისა და ავტოქარხნის სასაფლაოებს; ხაზი N5 – ჭომის სასაფლაოს; ხაზი N 10 – ავანგარდის სასაფლაოს; ხაზი N 19 – საფიჩხიის, ნიკეასა და ძელქვიანის სასაფლაოებს; ხაზი N 25 – ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების სასაფლაოს; ხაზი N 31 – ნიკეას, ოღასკურისა და ძელქვიანის სასაფლაოებს.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ !!!”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

#ქუთაისისმუნიციპალიტეტისმერია #ქუთაისისსატრანსპორტოკომპანია