April 28, 2022

ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 11 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 11, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 11, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 446 საიდანაც, 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 163, აჭარაში – 9, იმერეთში – 73.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 70 პირი, მათ შორის, თბილისში – 43, აჭარაში – 6, იმერეთში – 9.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 805 პირი ემსხვერპლა.