ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, რითაც პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას. ომში დაღუპულების სულებს კი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ პარაკლისი გადაუხადა. “ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს ვულოცავ ომის ვეტერანებს და განსაკუთრებით 4 ქუთაისელ ვეტერანს. მხოლოდ ეს 4 ადამიანი გვყავს დღეს ქალაქში, რომლებმაც იბრძოლეს მეორე მსოფლიო ომში და საკუთარი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში. დღესაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ომს. მშვიდობა მინდა ვუსურვო მთელ მსოფლიოს! დიდება გმირებს!”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ქუთაისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1000-1000 ლარი გადასცა. გარდა ამისა, ვეტერანები ფულად დახმარებას მთავრობისგანაც მიიღებენ.
May 9, 2022
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს