May 12, 2022

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა “ვივა მედში” გადაიყვანეს.

კლინიკაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ტერიტორია ორივე მხრიდან ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე გადმოყვანილია საბადრაგე სამახურის 30-მდე წარმომადგენლები.

მესამე პრეზიდენტისათვის კლონიკის მეხუთე სართული არის მომზადებული, სადაც მას საჭირო კვლევები ჩაუტარდება.