ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა, გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა.
შსს-მ გამოძიება 276- ე მუხლით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის საფუძველზე დაიწყო.