ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები დილიდან დაიწყება და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება. დღის ბოლოს ცენრტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. დღის ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია: 12:00- 19:00 საბავშვო ატრაქციონები- ცენტრალური ბულვარი ; 12:00- 19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – ცენტრალური მოედანი; 12:00- 19:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა – ცენტრალური მოედანი; 12:00- 18:00 სამხედრო ტექნიკის დათვალიერება – ცენტრალური მოედანი; 12:00- 19:00 ყვავილების გამოფენა-გაყიდვა – ცენტრალური ბულვარი; 12:00- 19:00 პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოდელირება-სწავლება -ცენტრალური მოედანი; 12:00- 18:00 ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში – ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან; 12:00- 19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა -ცენტრალური ბულვარი; 12:00- 19:00 აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები – ცენტრალური ბულვარი; 12:00- 19:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი – ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან; 12:15 – საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება; 12:00 და 14 :00 სპექტაკლი „მუსიკის ჰანგები“- თოჯინების თეატრი; 13 :00 და 15:00 სპექტაკლი „ პეპი გრძელი წინდა“ – ნიღბების თეატრი, ხარაზოვის ბაღი; 12:00- 15:00 ქუთაისში არსებული სამუსიკო სტუდიების და ხანდაზმულთა ანსამბლ „ბერმუხა“-ს კონცერტი – ცენტრალური მოედანი ; 15:00- 15:45 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი კვარტეტის კონცერტი – ცენტრალური მოედანი; 15:45 – 16:15 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი – ცენტრალური მოედანი; 16 :15- 16: 45 სიმფონიური ორკესტრის კონცერტი – ცენტრალური მოედანი ; 17:10 საქართველოს ჰიმნი – ცენტრალური მოედანი; 19:00 ფილმის ჩვენება – ბოტანიკური ბაღი; 20:00 – 22:30 გალა-კონცერტი – ცენტრალური მოედანი.
May 25, 2022