May 26, 2022

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნება. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს, სადაც გამოფენილია მძიმე ტექნიკა, ასევე მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენოლია ფოტო გამოფენები, სპორტული და კულტურული პროგრამები. დღის განმავლობაში დაახლოებით 20 ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც გალა-კონცერტით დასრულდება. 26 მაისის ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით ეწყობა.