June 7, 2022

ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლაში დენის ჩამრთველს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლაში დენის ჩამრთველს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სასწავლო პროცესი სკოლაში მცირე ხნით შეწყდა.

სკოლასთან სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.