June 9, 2022

ქუთაისში ქართველი პოეტის მანანა ჩიტიშვილის “ლექსი კედელზე” საზეიმოდ გაიხსნა

ქუთაისში თანამედროვე ქართველი პოეტის მანანა ჩიტიშვილის “ლექსი კედელზე” საზეიმოდ გაიხსნა. პროექტის ავტორის, შალვა კამლაძის ინფორმაციით, ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-2 კლასის( ხელ-ლი ეკა ქართველიშვილი) მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით წარმოადგინეს პოეტის შემოქმედება. ლექსის საზეიმო გახსნას ტარიელ ხარხელაური, ბათუ დანელია, ნინო გუგეშაშვილი დაესწრნენ.