June 14, 2022

ქუთაისში როკფესტივალი გაიმართება

ქუთაისში 17 ივნისს როკ-ფესტივალი Rockაია გაიხსნება. ფესტივალი ორი დღე გასტანს.

ღონისძიება 17 ივნისს, 20:00 საათზე ე.წ სიყვარულის ბაღთან დაიწყება.

მსმენელის წინაშე SILENCE, VODKA VTRAIOM, CYCLE ERROR და “დაგდაგანი” წარსდგებიან.

მეორე დღეს ფესტივალზე 4D Monster Lobsters, “ნუ მიეყრდნობი”, LOUDspeakers და კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული როკ-შემსრულებელი გამოვა, რომლის ვინაობასაც ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.