June 20, 2022

დღეს საქართველოს ქალაქებში აქციები „შინ ევროპისკენ“ გაიმართება

დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. მოქალაქეები ქუთაისში 15:00 საათზე, ზუგდიდში 18:00 საათზე, ხოლო ბათუმში 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

თბილისში კი აქცია პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქციები სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებშიც – ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.