June 21, 2022

ამბროლაურში ქარიშხალმა სახლებს სახურავი გადახადა და ასწლოვანი ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები.

ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტებში არასოდეს უნახავთ.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.