June 26, 2022

დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი – მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

26 ივნისს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. პატარა მდინარეებზე მოსალოდნელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურების რისკი არსებობს.