ზესტაფონის მერიასთან ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობის თქმით, მათი საგაზაო სამუშაოების გამო მათი სახლები ზიანდება.
“ჩვენი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გამო, გვირაბების გაყვანა მიმდინარეობს, სამუშაოს ფარგლებში აფეთქებითი სამუშაოები ხორციელდება, მიწისქვეშა ბიძგები კი იმდენად ძლიერია, რომ კორპუსები და საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა”, – აცხადებენ ადგილობრივები.
მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.