June 28, 2022

მოძრაობის “შინ ევროპაში” ქუთაისში შეხვედრას 1-ელ ივლისს გამართავს

მოძრაობის “შინ ევროპაში” წევრები დღეიდან რეგიონებში გასვლას იწყებენ.

მოძრაობის წევრების განცხადებით, ქუთაისში შეხვედრა 1 ივლისს გაიმართება.

“3 ივლისს პროტესტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები რეგიონებიდანაც, ამიტომ ჩვენ 3 ივლისამდე ვატარებთ კომპანიას რეგიონებში. შეხვედრები გაიმართება რეგიონების ცენტრალურ ქალაქებსა და მიმდებარე სოფლებში. ქუთაისში შეხვედრა 1 ივლისს გაიმართება”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საერთო სახალხო მოძრაობა დედაქალაქში 3 ივლისს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს. მოძრაობის მოთხოვნა ქვეყნის პრემიერის და მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტებაა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს და ქვეყანას ახალი არჩევნებისთვის მოამზადებს.

.