July 5, 2022

8 ივლისამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.