July 6, 2022

6 თვეში საქართველოში 1,209,272 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა

2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ იანვარ-მაისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 75.3%-ია და შემოსავლებმა 840.9 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.

“მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა და ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5%-ია. ასევე, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”, – განაცხადეს მთავრობის სხდომაზე.